ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა - ინფორმაციას ტვ25-ი ავრცელებს.
ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.