დავით გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანულ მხარესთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა აზერბაიჯანელ კოლეგებს მიმართა.
"თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისაგან.
"იცით რომ, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია, მუშაობა გრძელდება დანარჩენ ერთ მესამედზე. იცით, რომ გარკვეული პაუზა იყო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიების განახლება უნდა მოხდეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ეს ორმხრივი პროცესია და პარიტეტის გათვალისწინებით მოხდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება,"-განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.