„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არა დღეს, არამედ აქამდეც უნდა დაეწყოთ.
„დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, გაერკვიათ რა აწუხებს, რა უჭირს და რა ულხინს, რა არგუმენტები აქვს. როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცდანიშნულების რაზმის ენით და როგორ შეიძლება პანკისის ხეობაში გამოიყენო პლასტიკური ტყვიები და ცრელმსადენი გაზი. წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს იცით რისი ბრალია ბატონო ბიძინა? ქვეყანას რომ მართავთ როგორც საკუთარ კორპორაციას, როდესაც ბიზნეს ინტერესები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა“, - აცხადებს ბურჯანაძე.