საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ნიკოს ანასტასიადისი გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ლაშა ჟვანიასთან ერთად იმყოფებოდა.