საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიურომ,16 აპრილის სხდომაზე მიიღო.
„28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების მნიშვნელობას, დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენებს ასევე იმას, თუ ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ბიუროს წევრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.