3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6904 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.33 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0256 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4781 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5454 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აპრილიდან შევა ძალაში.