ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ფეისბუკზე"
"დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა. ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!", - წერს ბახტაძე.