"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.
ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.
"ბატონი ლადოსთვის ქალაქზე ზრუნვა უცხო არ არის. ის ჩვენ გუნდს გააძლიერებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში კენჭს ასევე იყრიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე და პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი.