ესპანეთის პოლიციამ დააკავა 9 პირი, რომელთაც ბრალი ედებათ ბასკურ სეპარატისტულ დაჯგუფება "ეტასთან" კავშირი. ამის შესახებ ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით, "ბი-ბი-სი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, 9 დაკავებულიდან 4 ქალია. დაკავებები რამდენიმე პროვინციაში განხორციელდა, მათ შორის ბასკეთში. ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულები დაჯგუფება "ეკინ"-ის წევრები არიან, რომელიც მჭიდრო კავშირში იმყოფება "ეტასთან".
როგორც ცნობილია, "ეტამ" 5 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დაჯგუფება ტერორისტული აქტების განხორციელებას აღარ აპირებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, ესპანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ "ეტას" წევრები დაუსჯელები მაინც არ დარჩებიან, რადგან მათ ჯამში 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.