15 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აუქციონზე მერაბ კოსტავას 43-ში, სახელმწიფო ფილარმონიასთან ახლოს მდებარე შენობის გასხვისებას შეეცდება.
ამჟამად შენობაში იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტია განლაგებული. ობიექტის საწყისი ფასია 2 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში. აქციონის პირობით, ახალმა მფლობელმა ინსტიტუტს ფართი ყიდვიდან 7 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უნდა დაუთმოს (სულ ობიექტის საერთო ფართია 3 170 კვადრატული მეტრი).