საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქტიურობა ფასების ზრდასთან დაკავშირებით განპირობებულია "მხოლოდ მათი მხრიდან დებატების გაჩაღებისა და ცეცხლის დანთების სურვილით.~ ეს შეფასება პეტრე ცისკარიშვილმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი სასურსათო კრიზისის ფონზე უმოქმედობაში დაადანაშაულა და ამ საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვა მოითხოვა.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ეს პროტესტი არსებული ვითარების ადექვატური არ არის და "მათი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარეობს.~
"მაშინ, როდესაც მთავრობა რეალურიად მუშაობდა, რასაც ოპოზიცია სატელევიზო შოუებს უწოდებს, ისინი წამოწოლილები იყვნენ პლაჟებზე და ალბათ სი-ენ-ენ-ისგან იგებდნენ, რა ხდებოდა მსოფლიოში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ოპოზიციის ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ამასთან იგი ოპოზიციასაც აკრიტიკებს იმის გამო, რომ, მისი თქმით, ოპოზიციას "კომპეტენციაში არ უნდა შესვლა და ყველაფერს მხოლოდ ზედაპირულად და პიარისთვის ცეცხლის დანთების სურვილის გამო აკეთებს.~