ლაგოდეხის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, ალბერტ კაპანაძე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი მეზობლებმა თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს. ალბერტ კაპანაძეს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ალბერტ კაპანაძე მოკლეს. ალბერტ კაპანაძე ბოლოს ადვოკატად მუშაობდა, მას კერძო ბიზნესიც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები