დღეს, 14 სექტემბერს, ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გაიმართება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებებს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ეშ-შეიხში გამართავენ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენელი ჯორჯ მიტჩელი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალენსტინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2 სექტემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივით გაიმართა.