"კატედთა კორპუსის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელები არ ჩამოუშვია და სხვის მიერ დაგენლი ბედს არ შეგუებია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, კადეტთა კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.
"რამდენიმე წლიან შესვენების შემდეგ კადეტთა კორპუსი სულ სხვა ხარისხით, მასშტაბით, სხვა მოტივაციით და სხვა ადამიანებით. აქ მოსახვედრად დიდი კონკურსი იყო და მხოლოდ 300 შეირჩა, მაშინ როცა ერთ ადგილზე 6-7 კანდიდატი მოდიოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს არცერთ ქართულ უმაღლესი სასწაველების ფაკულტეტზე არ ყოფილა ასეთი კონკურსი, როგორიც ეს კადეტთა კორპუსში იყო.
"ეს ნინშვს იმას, რომ ჩვენ შევძელით და ქართული საბრძოლო სული არა მარტო ცოცხლებს და არ ჩამკვდარა, არამედ ძლიერდება. ეს ნიშნვს, რომ "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი" და ეს ნიშნვას იმას, რომ საქართველოს ხელები არ ჩამოუშვია და თავის ბედს არ შეგუებია ვიღაცის მიერ დადგენილის. საქართვერლოს აქვს რწმენა მომავლის და გამარჯვების", - აღნიშნა პრეზიდენტმა.