საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში კადეტთა კორპუსი გახსნა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით მოხდა კადეტთა კორპუსის აღდგენა, სადაც 9-10 კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ზოგად განათლებასთან ერთად სამხედრო სწავლებაც გაიარონ.
მიმდინარე წელს ქუთაისში 300 კადეტის მომზადება მოხდება, რომლებიც სამწლიანი კურსის შემდეგ საშუალო განათლების ატესტატთან ერთად სამხედრო კურსის გავლასთან დაკავშირებით სერთიფიკატებს მიიღებენ.
სწავლის პერიოდში მოზარდები უზრუნველყოფილები იქნებიან საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სრული სამედიცინო მომსახურებით.
ამასთან, სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული თავისუფლება ექნებათ პროფესიის არჩევაში.
წელს კადეტთა კორპუსში მოსახვედრად 1600 კონკურსანტი მონაწილებდა, საიდანაც 300 შეირჩა.
უახლოეს მომავალში კადეტთა კორპუსის გახსნა თბილისშიც იგეგმება.