ვმო-ში გაწევრიანებისათვის თუ რუსეთი აშშ-სგან ვიზირებას მიიღებს, მაშინ რუსეთს ვმო-ში გაწევრიანებისათვის საქართველოს თნხმობა დასჭირდება. ექსპერტი ლევან კალანდაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ამბობს, რომ თუ ქართული მხარე რუსეთთან კომპრომისსზე წავიდა, მაშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმით საქართველომ სარგებელი უნდა მიიღოს.
"მაშინ გამოვა, რომ საქართველომ თავისი პირობები ნაწილობრივ უნდა შეცვალოს. მნიშვნელოვანია თუ რა იქნება ეს კომპრომისული წინადადება რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებით გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს. ეს უნდა იყოს საქართველოს პროდუქციისათვის რუსული ბაზრების გახსნის პირობა. თუ კი რუსეთს ვმო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობა ექნება, მაშინ ჩვენი იქნება არარაციონალური", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან კალანდაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს უფლებაა დაუჭერს თუ არა მხარს და მასზე ზეგავლების ვერავინ მოახდენს.
"არ მგონია, რომ ვიღაცამ ვიღაცა აიძულოს. ეს არის წმინდა ბიზნესური დამოკიდებულება, წმინდა ურთიერთსაფუძვლიანობაზე დამყარებული გადაწყვეტილება და დარწმნებული ვარ რომ თუ ასეთ ნაბიჯს საქართველოს მთავრომა გადადგამს, მაშინ საქართველომ ამით გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დელეგაცია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს", _ აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი 30 სექტემბრამდე დაასრულებენ შეთანხმებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ეხება. "შეუთანხმებელ საკითხებთან დაკლავშირებით მუშაობა 30 სექტემბრამდე დასრულდება", _ განაცხადა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად როგორც არასდროს ისე ახლოსაა ვმო-ში გაწევრიანებასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს მისი ვმო-ში გაწევრიანების საკითხში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.
ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. "მიბმა" - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.