დღეს, 11 სექტემბერს, ამერიკის მეგობართა კლუბი "მშვიდობის ხიდზე" აწყობს გამოფენას "მშვიდობის ხე". ღონისძიება აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, რომელმაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამერიკის მეგობართა კლუბი საქართველოში მეშვიდე წელია მართავს მსგავს ღონისძიებას და ამერიკელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. პროექტში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები და სხვადასხვა რანგის დიპლომატები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადდა რკინის კონსტრუქციის ხე, რომელზედაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ შეაბან აშშიის დროშის ფერი ლენტები, იმ ადამიანების ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრება