ხვალ, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ბაზალეთის სასტუმრო-კომპლექსში პედაგოგებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან, საქართველოს რამდენიმე საპილოტე სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პირველივე კლასიდან დაიწყება. ამ სკოლების პედაგოგთა ტრენინგი 10-11 სექტემბერს, სასტუმრო-კომპლექს "ბაზალეთში" იმართება.