მსოფლიოში ცნობილი კომპანია "ზერინგერი" უკვე ბათუმშია. შვილობილი კომპანიის "ზერინგერ ჯორჯიას" ოფისი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. კომპანია 30 წლის წინ კანადაში დაარსდა და ის ყველა ევროპულ ქალაქში ფუნქციონირებს.
"ზერინგერი" ძირითადად შენობების გარე ფასადების მოწყობითაა დაკავებული. მუშაობენ ალუმინითა და კერამიკით. ეს არის ცეცხლ- და წყალგამძლე მასალა, რომელიც უკვე კარგად არის აპრობირებული მრავალ ქვეყანაში და ის დიდი გამძლეობით გამოირჩევა.
კომპანია სამომავლო მშენებლებისა და ინჟინრების გადამზადებასაც გეგმავს. პირველ ეტაპზე 5 ინგლისურენოვანი სპეცილსიტი ტორენტოში გადამზადების კურსებზე გაემგზავრება.
"ზერინგერ ჯორჯიას" პრეზენტაციას ქალაქის მერი, უმაღლესი საბვჭოს თავმჯდომარე და სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.