სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის დროს მთავარი ყურადღება ექსპორტის მიმართულებაზე გამახვილდება.
"ელჩებთან შეხვედრაზე ძირითად აქცენტებს ექსპორტის გაუმჯობესებაზე გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქციის ექპსორტი მოხდეს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ქვყენებში, არამედ ასევე დასავლეთის ბაზრებზე. აქ ვგულისხმოვბ არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას, არამედ ევროკავშირის ქვეყნებს",'- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კვეზერელის თქმით, მთავარი პრიორიტეტი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, უცვლელი რჩება და ამ პროცესში ქართული საელჩოების ჩართულობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეხეება ხორბლის იმპორტს, სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორი ქვეყნის, აშშ-ისა და უკრაინის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალი მიმდინარეობს. სამი დღის განმავლობაში ქართველი დიპლომატები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. დღეს მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხიელ სააკაშვილთან, რომლისგანაც კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამბასადორიალი დღეს დაიხურება.