უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქცია 27 იანვრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე ვრცელდება, რომლის ფარგლებშიც ერთი გზის ღირებულება 60 ევროდანაა, ხოლო ორი გზის - 90 ევროდან. ფასდაკლების აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 30 მარტამდე უნდა მოხდეს.
FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აქცია ეხება ხუთშაბათისა და კვირის რეისებს და არ ეხება 7-11 მარტს დაგეგმილ ფრენებს.