საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გლობალური ავიაციის სამიტში მონაწილეობს. სამიტი სამოქალაქო ავიაციისა და ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროების მიერ არის ორგანიზებული. საქართველოს დელეგაციაში ასევე წარმოდგენილნი არიან სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.
გლობალური ავიაციის სამიტში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების - ICAO, IATA, CANSO, ACI ხელმძღვანელი პირები, ასევე ავიაკომპანიების და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
აკაკი საღირაშვილი სიტყვით გამოვა სამიტში მონაწილე მინისტრების პლენარულ სხდომაზე - Connecting the World. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საავიაციო დარგში განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე.
სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილი შეხვედრებს გამართავს ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციისა და ვაჭრობისა და კომერციის მინისტრ შრი სურეშ პრაბუსთან, ასევე ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“-ს წარმომადგენლებთან.