უახლოეს დღეებში საქართვლოს ლიტვიდან შესაძენი ხორბლის ფასის დასაზუსტებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლიტვაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ქერდიყოშვილმა განაცხადა, ამბასადორიალზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის დროს იგი პრემიერს სთხოვს, რომ მასთან ერთად ლიტვაში ქართული მხარის წარმომადგენელი გააგზავნონ რომელიც ხორბლის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთვება.
"როგორც იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჩვენთან შეხვედრას გამართავს და მე ვგეგმავ, რომ დავაყენო საკითხი, რომ ჩემთან ერთად ქართული მხარის წარმომადგენელი წამოვიდეს, რომელიც ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რომ რას შეძლება მალე მივიღოთ ხორბალი", _ განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველო ლიტვისაგან 50 დან 100 ათასამდე ტონა ხორბალს მიიღებს. რაც შეხება ფასს ქართველი ელჩის განმარტებით, ლიტვაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალური თბილისი ხორბალს იმ ფასში მიიღებს რაც იმ დროისთვის ბაზარზე იქნება დაფიქსირებული.
"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ხორბლის დეფიციტია ლიტვა ჩვენ ზედმეტ ფასს არ დაგვიწესებს და იმედი გვაქვს, რომ პირიქით შეღავათიან ფასში მოგვცემს", _ აღნიშნა მან.