2018 წელს საქართველოს საერთაშორისო პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა.
მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთება“
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა - 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 83.28 ქულა აქვს.
2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა (2012 წელს - მე-12 ადგილი), სარეიტინგო ქულა კი - 3.79 ქულით.
Farser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“
Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა 2015 შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა.
2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია მნიშვნელოვნად, 7 საფეხურით არის გაუმჯობესებული.
ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-20 ადგილიდან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2018 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 0.42 პუნქტით და შეადგინა 69.02 ქულა.