ჩრდილოეთ ნიგერიაში მდებარე ერთ-ერთი ციხიდან 680 პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა გაქცევა ისლამისტური დაგუფება "ბოკო ჰარამის" დახმარებით მოახერხეს. დაჯგუფების 200-დე წევრი ციხეს თავს დაესხა და პატიმრები გაათავისუფლა. ციხეში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 2 ციხის მომსახურე პერსონალი დაიჭრა. ამის შესახებ ნიგერიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
აღსანიშნავია, რომ "ბოკო ჰარამის" წევრებმა თავდაპირველად 721 პატიმრის გათავისუფლება მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით, ნიგერიის პოლიციამ 32 დამნაშავის დაკავება შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბოკო ჰარამი" ციხეს თავს იმიტომ დაესხა, რომ იქ მათი 80 აქტივისტი იხდიდა სასჯელს.
ცნობისათვის, "ბოკო ჰარამი" ექსტრემისტული ისლამური დააჯგუფებაა, ისინი ხელისუფლებას მუსულმანური კანონის - შარიათის დამტკიცებას სთხოვენ.