გურჯაანის რაიონის სოფლებში ჯიმითსა და ზეგაანში ხანძრის შედეგად 5 ჰა ვენახი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ავთანდილ გაბელაიამ განუცხადა, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ვენახები ამავე სოფლებში მცხოვრები გლეხების საკუთრება იყო.
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ ბრიგადები გამოძახებებზე გასვლას ვეღარ ასწრებენ. ავთანდილ გაბელაია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.