ხვალ, 9 სექტემბერს, 12.30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის მშენებლობას ოფიციალურად გახსნიან.
ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი თბილისში კახეთის გზატკეცილზე შენდება.