ეკონომიკისა და მგრდარი განვითარების მინისტრის რანგში ვერა ქობალია აშშ-ს 13 სექტემბერს ეწვევა, სადაც საქართველოთი ამერიკელი ინვესტორების დაინტერსებას შეეცდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 13 სექტემბერს სან-ფრანცისკოში აშშ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სან-ფრანცისკოს შემდეგ ვერა ქობალია ნიუ-იორკს ეწვევა. მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრა ინვესტორთან რომელიც საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებას გეგმავს. ამ ეტაპზე მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რომელ ბიზნესმენზეა საუბარი.