15 სექტემბერს საქართველო თურქ ბიზნესმენებს უმასპინძლებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, თბილისს იზმირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობით, თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმის პარალელურად დაგეგმილია ასევე ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის სექტორების მიხედვით ინდივიდუალური შეხვედრები
თურქი ბიზნესმენები წარმოადგენენ მშენებლობისა და სამშენებლო მასალების, უძრავი ქონების, ფეხსაცმელისა და ჩანთების წარმოების, რესტორნების და კაფეების, კვების პროდუქტების, შინაური ფრინველისა და კვერცხის, ტკბილეულის, ავტომობილების ნაწილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საქორწილო კაბების, საიუვილერო ნაწარმის წარმოების, აუდიტორული, კომპიუტერული, ბეჭდვითი მომსახურების(სტამბა), ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური რეაქტივებისა და დანადგარები, მძიმე მრეწველობის, (წიაღისეული, შავი ლითონი), საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურებსი სექტორებს.