თბილისში, 12 წლის ელენე გიორბელიძეს ეძებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გოგონას ოჯახის წევრები წერენ.
"დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ 577 33 76 16. გთხოვთ გაავრცელოთ !!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები არიან ჩართული. დაკარგული ბავშვი მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს.