6 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს მოაწერენ პროექტის დოკუმენტს ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარებას ემსახურება.
ოთხწლიანი პროექტი 2018-2022 წელს განხორციელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დახვეწას, თანამედროვე მიდგომების დანერგვას და ფერმერთა სასწავლო და საკონსულტაციო სერვისების განვითარებას.
პროექტის დოკუმენტს ხელს მოაწერენ:
- ირინა აბულაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
- გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
- ოლივიე ბურკი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი
- ლუიზა ვინტონი, გაეროს ახლად დანიშნული მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში