თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ დაყენებული ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მათ შორის, საქალაქო სასამართლოში უკვე დაკითხული ძმები კალანდიების ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა, ასევე ახალი პირის დაკითხვისა და საპროცესო დოკუმენტების დართვის შუამდგომლობა.
"ბრალდების მხარემ სასამართლოდი დააყენა შუამდგომლობა საპროცესო დოკუმენტების დართვასთან და კონკრეტული მოწმეების დაკითხვასთან დაკავშურებით, რომლებიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნრლოვან ინფორმაციას ფლობენ.
ყველა ის მტკიცებულება, ყველა ის დოკუმენტი და ყველა იმ მოწმის ჩვენება, რომელსაც ბრალდების მხარე, საქმეზე დართული იქნა, როგორც მტკიცებულება.
ვადასტურებ, ეს ასე გახლავთ. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს და გაამახვილებს ყურადღებას წერილობით დოკუმენტებზე.
ორი ისეთი მოწმეა, რომლებიც აქამდეც იყვნენ დაკითხული. კინკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან სხდომა არის დახურული, არასრულწლოვმების სისხლის სამართლის საქმე განიხილება", - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 მაისს, არასრულწლოვნები გ.ჯ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ბ. კი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გ.ჯ.-ს ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, გ.ბ.- ადვოკატი კი მის სრულად გამართლებას ითხოვს.
ბრალდების მხარე კი, ორივესთვის მკვლელობის ნაწილში გამტყუნებას ითხოვს.