ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს.
„რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ცნობისთვის, ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნარკოტიკულ საშუალებებს კი არა, "პარაცეტამოლს" ასაღებდნენ.
"5 საკონტროლო შესყიდვიდან 3-ში "პარაცეტამოლი" იყო. ბოლო ორ შესყიდვაში, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება იყო, მაგრამ ბრალდებული აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც, არანარკოტკული საშუალება - "პარაცეტამოლი" მისცა, მაგრამ აგენტმა, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, სანამ გამომძიებელთან მიიტანა, შეცვალა", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" ქეთი მურუსიძის ადვოკატი, გია გოროზია.
ის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ ძიება თაღლითობის მუხლით უნდა მიმდინარეობედს, რაც 4-და 7 წლამდე ტავისუფოლების აღკვეთას ითვალისწინებს.