"რკინის ლედის" დღეს 93 წელი შეუსრულდებოდა. გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი 1925 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა.
ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და 2016წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“, მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.
თავდაპირველად, მკვლევარი ქიმიკოსი, მოგვიანებით კი ბარისტერი, ტეტჩერი აირჩიეს პარლამენტის წევრად ფინჩლიდან 1959წელს. ედვარდ ჰიტმა დანიშნა ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 1970 წლის მთავრობაში. 1975 წელს ტეტჩერმა დაამარცხა ჰიტი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში და იქცა ოპოზიციის ლიდერად. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ლიდერობდა ძირითად პოლიტიკურ ძალას გაერთიანებულ სამეფოში. ის გახდა პრემიერ მინისტრი 1979 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
დაუნინგის ქუჩა ნომერ ათში გადასვლის შემდეგ, ტეტჩერმა გამოიგონა პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების სერიები, რათა შემოებრუნებინა ბრიტანეთის დაღმასვლა. მისი პოლიტიკური ფილოსოფია და ეკონომიკური პოლიტიკა ეყრდნობოდა დერეგულაციას(კერძოდ, ფინანსური სექტორის), მოქნილ შრომის ბაზარს, სამთავრობო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციასა და სავაჭრო კავშირების ძალისა და გავლენის შემცირებას. ტეტჩერის პოპულარობა პირველ წლებში საგრძნობლად მცირდებოდა რეცესიისა და მაღალი უმუშევრობის გამო, სანამ ეკონომიკის გამოცოცხლება არ დაიწყო და 1982 წლის ფოლკლენდის ომმა არ გაზარდა მისი რეიტინგი მსოფლიო მასშტაბით, რასაც მოჰყვა ხელახალი არჩევა 1983წელს.
ტეტჩერი მესამე ვადითაც აირჩიეს 1987 წელს, მაგრამ მისი სათემო გადასახადი იყო ძალიან არაპოპულარული და მის შეხედულებებს ევროპულ კავშირზე არ იზიარებდნენ მისი კაბინეტის წევრები. ის გადადგა პრემიერის პოსტიდან 1990 წლის ნოემბერში.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. იგი ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრი იყო.
გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს.