აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.
ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).
თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.
თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღღვანელობს.
გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს 9 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. იგი11 ოქტომბერს დასრულდება