აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ოფიციალური შეხვედრა ქუვეთის პრინცესასთან მის აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰისთან გამართა.
შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის სამომავლოდ ერთობლივი საქმიანობის პერესპექტივებს შეეხო. მინისტრთან საუბრისას აჭარაში ტურიზმის, კერძოდ ხანდაზმულთა და სპორტული ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის ინტერესი გამოითქვა.
ოფიციალურ შეხვედრას „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარე, „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე ესწრებოდა.
ქუვეითის პრინცესა და არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველად სტუმრობენ.
სამეფო ოჯახის წევრები საქართველოს 6 ოქტომბერს დატოვებენ.