ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. ის დიპლომატებს ფონდის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.
ბურჭულაძის შეხვედრაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებიც დაესწრებიან.
ცნობისთვის, ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.