თბილისის საქალაქო სასამართლოში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე გამომძიებელმა დავით ჩინჩალაძემ მისცა ჩვენება.
მან მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა.
ჩხრეკისას ამოღებული იქნა ქურთუკი და ზოლიანი სვიტერი, ასევე ნაცვლიშვილის და გრიგალაშვილის ფოტოსურათი.
გამომძიებლის ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილის საძინებლიდან ამოღებულ სვიტერზე, წინა მხარეს იყო მოწითალო ლაქები.
სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამაც. ის აწარმოებდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს.
ფიფიას ინფორმაციით, ბრალდებულისა და მოკლულის კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით, გრიგალაშვილსა და ნაცვლიშვილს შორის საუბარი მკვლელობის ღამეს შეხვედრაზე იყო.
"ღამეა მეშინია, ჩემებს არ სძინავთ", - მსგავსი ტექსტი აქვს მიწერილი ნაცვლიშვილს, აცხადებს გამომძიებელი.