სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელსა და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ხვალ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატის ინფორმაციით, კი კომპანიის ხელმძღვანელებს პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს.
ვალერი გელბახიანის თქმით, კონკრეტული ბიზნესმენები მთავრობის დახმარებით სვეტის ქონების ხელში ჩაგდებას უკანონოდ ცდილობდნენ.
"სვეტის" დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს მენაშენეების მილიონობით თანხის უკანონო დაუფლებას ედავებიან.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.