სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ისინი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლებენ.
"უახლოეს დღეებში ვაპირებთ რომ ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს. თავდაპირველად, შევიტანთ სამოქალაქო სარჩელს პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და შემდგომ უკვე მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოქუაშვილის წინააღმდეგ, კონკრეტულად რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე ამას პროკურატურაში განცხადების ჩაბარების შემდგომ ვისაუბრებთ", - აცხადებს ხაჭაპურიძე.