შესაძლებელია ეს ხელოვნური პრობლემა იყო, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თურქეთში ტრანზიტულ გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეა ბათუმში ტრაილერების მძღოლები აპროტესტებდნენ.
მისი თქმით,მას შემდეგ რაც საქმეში თურქეთი ელჩი ჩაერთო საკითხი 15 წუთში მოგვარდა .
“ეს არაორდინალური და საეჭვო საქმეა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა თურქეთთან და უცებ გაჩნდა ეს პრობლემა.
ძალიან დიდი ეჭვების გვებადება საიდან? როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ის მალევე გადაიჭრა. ზუსტად 15 წუთში - თურქეთის ელჩის მიერ. თუ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი დიდი კითხვაა. შესაძლებელია ეს ხელოვნური პრობლემაა იყო. თურქეთი არანაირ დაბრკოლებებს არ გვიქმნის და როგორც კი შეიტყვეს ინფორმაცია ჩვენგან, სასწრაფოდ გამოწერეს ის დოკუმენტები, რომელიც გვჭირდებოდა. ყველა დაფიქრდით, რასაც ვხედავთ ყველაფერი ისე არაა, როგორც ამას წარმოაჩენენ ხოლმე” -აცხადებს ქობალია.
შეგახსენებთ, რომ მძღოლები ბოლო ორი თვეა თურქეთის მიმართულებით საერთაშირისო გადაზიდვებს ვერ ახორციელებენ. მათი ინფორმაციით, თურქეთში გადასასვლელად სპეციალური დოკუმენტაცია სჭირდებათ, რომელსაც თურქული მხარე აღარ გასცემდა სახმელეთო ტრანსპორტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, კი ხვალიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვის გაცემა დაიწყება და პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება.