ესენი არიან მოწმეები, რომელთა დაკითხვასაც სასამართლო პროცესზე ვითხოვთ, ასევე ვითხოვთ საპროცესო დოკუმენტების დართვასაც, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ.
ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოში სწორედ ეს ორი შუამდგომლობა დააყენა.
"ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი მტკიცებულება შესაბამის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია, რომ აღნიშნული მტკიცებულების მანამდე წარმოდგენის შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს. მეორე, მტკიცებულება რელევანტური ანუ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ ორივე კომპონენტი დაცული იყო.
დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ გაეცნობა ჩვენს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს", - განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.