„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
„ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ”ოჯთ"-ის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას დარიცხული საურავების ჩამოწერა არასოდეს უთხოვია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ჯამში მილიარდ ნახევარი ლარი აქვთ გადახდილი. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებაშეიცავს ცრუ და პოპულისტურ პასაჟებს, რაც გათვლილია საზოგადოებისათვის მტკივნეული თემებით მანიპულირებასა და ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვადაგადაცილებული გადასახადების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა – ანუ გადასახადების გადახდების გრაფიკის თხოვნა – კანონით არის გათვალისწინებული.„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც ომეგა ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით", - განაცხადა აღდგომელაშილმა და აღნინა, რომ ვადაგადაცილებული გადასახადების ზრდის დემონსტრირებისას ფინანსთა სამინისტრო განზრახ არ აღნიშნავდა ოჯთ-ის მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილი გადასახადების შესახებ.
"2017 წლის 25 აპრილს შპს ოჯთ-იმ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. მთლიანი თანხა, რომლის რესტრუქტურიზაციასაც ითხოვდა კომპანია ოჯთ, მოიცავდა 3 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობის საურავს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია ოჯთ-ის არც ერთხელ არ უთხოვია მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა", - განაცხადა აღდგომელაშილმა.