აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა.
ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე ბიზნესის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას გაუსვა ხაზი.
ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერები გამოცდილებას სპეციალური სასერტიფიკატო კურსის საშუალებით მიიღებენ.
2 თვის განმავლობაში კომპანიების წარმომადგენლები საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვის მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ.
საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროგრამა ექსპორტის მენეჯერებს პრაქტიკულ ცოდნას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით მისცემს. კურსის მსვლელობისას საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) განიხილება.
სასერტიფიკატო კურსი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით ბათუმში პირველად ტარდება.