ციტრუსოვანთა პლანტაციებში მავნებელ დაავადებების წამლობითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ხელვაჩურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შევიდა 65 ერთეული თერმული ნისლის და 15 ერთეული ცივი შესხურების მანქანა, რომლებიც სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებიდან იქნა მობილიზირებული.
წამლობითი ღონისძიებების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოდგილე მამუკა თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუბერ ვარდმანიძე და აზიურ ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ.
მეციტრუსე ფერმერები წამლობითი ღონისძიებისთვის ასვე სარგებლობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწრმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში გაცემული ტექნიკის საშულებით. სულ ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებზე განაწილებული იქნა 3200 ცალი შემასხურებელი აპარატი.