2019 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 239.5 მლნ ლარით და შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან;
- ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მათ შორის:
- მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი;
- იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი;
- C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი;
- ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე;
- აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი;
- ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით);
- დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი;
- ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით);
- დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი;
- სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი;
- სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი;
- რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი;
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა.
- სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 20.0 მლნ ლარი;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი,
აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს.
ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი და აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის განხილვების პროცესში გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც მთავრობის სტრუქტურებს შორის, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, მათ შორის მიმდინარეობს მუშაობა მცირეწლოვანი ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დახვეწის მიმართულებით და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული კორექტირებები.