საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის:
- შემოსავლები - 10 281.7 მლნ ლარი;
- საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარი (მშპ-ს 21.4%), მათ შორის:
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 115.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს;
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 786.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.7 პროცენტია;
- დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 036.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 9.0 პროცენტს შეადგენს;
- აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 505.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.4 პროცენტს შეადგენს;
- იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 83.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.2 პროცენტს შეადგენს;
- სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 40.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.
- გრანტები - 266.7 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 120.2 მლნ ლარი, საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 95 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის 35-ე მუხლის შესაბამისად სსიპ-ების მიერ მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტში გადმოსარიცხი გრანტები 50,0 მლნ ლარის ოდენობით;
- სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარი.
- არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით;
- ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით;
- ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
- სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 500.0 მლნ ლარის ოდენობით;
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 105.0 მლნ ლარის ოდენობით;
- აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 130.0 მლნ ლარის ოდენობით;
- ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 60.0 მლნ ლარის ოდენობით;
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 365.0 მლნ ლარის ოდენობით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს.