მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წლისთვის 3,5%-ით განისაზღვრა. 2018 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 4.5%-ითაა განსაზღვრული.
ხოლო მომდევნო წლებში მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი განსაზღვრულია 3,0%-ის ოდენობით. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აღნიშნული პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, იზრდება 2018 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და შეადგენს 41,7 მლრდ ლარს. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 57,9 მლრდ ლარამდე.