2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 მლრდ 729.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 მლრდ 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 მლრდ. 365.0 მლნ ლარს.
2019 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში, რომელიც შემდგომი განხილვებისას კიდევ დაკორექტირდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 მლრდ 279.1 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის:
- შრომის ანაზღაურება - 1 473.8 მლნ ლარი;
- საქონელი და მომსახურება - 1 194.0 მლნ ლარი;
- პროცენტი - 624.0 მლნ ლარი;
- სუბსიდიები - 439.0 მლნ ლარი;
- გრანტები - 454.7 მლნ ლარი;
აღნიშნული თანხიდან 280,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის, 20,0 მლნ ლარი - მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის, 28,7 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის, ხოლო 58,5 მლნ ლარი სსიპ- საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.
- სოციალური უზრუნველყოფა - 3 773.1 მლნ ლარი;
- სხვა ხარჯები - 1 320.5 მლნ ლარი.
აღნიშნულ თანხაში 202,1 მლნ ლარი გათვალისწინებულია კაპიტალური ხარჯებისთვის, ხოლო 1 118,4 მლნ ლარი მიმდინარე ხარჯებისთვის, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია პროექტის თანდართულ მასალებში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მიმდინარე წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად არის წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ მასალებში (2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა). აღსანიშნავია, 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 4,8%. 6 თვის მონაცემების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 5,4%-ს.