ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, იმჟამინდელი კრიმპოლიციის უფროსი, ზურა მიქაძე აცხადებს, რომ დღეს მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულბები მნიშვნელოვანი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა აღნიშნავს, ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ არისო, ეს მტკიცებულებები სიახლის სამართლის საქმეზე დართულია და რა თქმა უნდა, მათი შეფასება მოხდება. მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნა იმ დროინდელი მთავარი პროკურორის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თურმე, ამ გახმაურებულ საქმეებს უნდა უმადლოდნენ ისინი თავიანთ თანამდებობებს და რომ ისინი ვალში არიან ამ ოჯახებთან, რომ ეს საქმეები უნდა გახსნან.
ამავდროულად, გამოკვლეული იქნა სხვადასხვა სახის ვიდოჩანაწერები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია უკვე გამოკვლეულ და წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებთან და აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა მოწმეების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებთან, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება მათ მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. საუბარია, პროკურატურის მოწმეებზე", - აცხადებს მიქაძე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.